2024 წლის 29 ივლისს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის - მირანდა გოგიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მკურნალობისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების გავლენა პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და დაავადების მიმდინარეობაზე“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თამარ რუხაძე, მედიცინის დოქტორი დარეჯან ლომიძე, მედიცინის დოქტორი შოთა გოგიშვილი
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201